ამბობენ, ფოთი ერთი დიდი პრობლემააო, მაგრამ ეს სულაც არ არის სიმართლე. ფოთი არის „მკვდარი ქალაქი, რომელსაც აქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ გაცოცხლდეს.“
მკვდრეთით აღდგომისთვის კი ქალაქში არსებული ყველა პრობლემის აღმოფხვრაა საჭირო, მაგრამ ისმის კითხვა : „იქ, სადაც უარყოფითი მხარე დადებითზე მეტია, როგორ აპირებთ გადაჭრათ პრობლემები?“
თვითმმართველობის, მერიის და მოსახლეობის დახმარებით.
ჩვენ შევხვდით საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაბილუას, რომელსაც ვესაუბრეთ ფოთში არსებულ პრობლემებზე. ვთხოვეთ მას, რომ გაეცნო ჩვენთვის ფოთის თვითმმართველობისა და საკრებულოს გეგმები, მიზნები ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით.
საქართველოში მხოლოდ 5 თვითმმართველი ქალაქია, მათ შორის არის ფოთი.
ყველამ იცის, რომ ფოთს მხოლოდ სტატუსი აქვს თვითმმართველის, თორემ მართვით, ყველაფერს მაინც ცენტრი მართავს.
ცენტრალიზირებულია გაზი, ელ.ენერგია, წყალი, დასუფთავება. პორტი არ ეკუთვნის ქალაქს. გადასახადების უმეტესი ნაწილი სახელმწიფო ხაზინაში მიდის და სხვა ქალაქებს ხმარდება, ხოლო ფოთი მარტოხელა დედასავითაა, ყველა „შვილს“ ასაზრდოებს, თვითონ კი საკვების გარეშე რჩება.
ფოთის თვითმმართველობა ცდილობს, რომ მოხდეს დეცენტრალიზაცია და ის, რაც ეკუთვნის ქალაქს, დარჩეს ქალაქში, მოხმარდეს ადგილობრივებს.
ქალაქში, სადაც 400-ზე მეტი უსახლკაროა, სახლებს უშენებენ მხოლოდ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებს. კი, რა თქმა უნდა, მათაც უნდათ სახლი, კერა, თბილი გარემო მაგრამ ჩვენივე ტერიტორიაზე, ჩვენს თანაქალაქელებს, უბინაოდ დარჩენილებს, სახლი არ უნდა ჰქონდეთ?!
როგორც ბატონმა დავითმა გვითხრა, ფოთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის საზღვრების დაუდგენლობა. პალიასტომის ტბა ფოთის საკუთრებაში ახლანდელი რუკის მიხედვით არ შედის, რაც არ არის მართებული. ფოთის თვითმმართველობა აპირებს, რომ კანონიერი გზით აღადგინოს ქალაქის კუთვნილი საზღვრები.
პრობლემას წარმოადგენს ასევე ზემოთხსენებული ცენტრალიზირებული მმართველობა, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება თვითმმართველობის პრინციპს. ამის გამო ქალაქის ბიუჯეტი ისეთი მწირია, რომ ელემენტარულ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებს.
ფოთის ტკივილი...
დაუმთავრებელი შენობები... ქალაქის ცენტრში ხარაჩოებშერჩენილი, გაჩერებული მშენებლობები.
თეატრი, ,,smart“, ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმი, მრავალი კერძო მშენებლობა, რომელთა შენება/რესტავრაცია უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და მატერიალური თუ სხვადასხვა ფაქტორის გამო შეჩერებულია.
საკრებულოს თავმჯდომარე დაგვპირდა, რომ 2014 წლის 14 იანვარს ოფიციალურად გაიხსნება თეატრი (რომლის მე ნაკლებად მჯერა) და ჩვენც ლოდინის მეტი რაღა დაგვრჩენია?!
გართობა, სპორტი, კულტურა.
გახვალ გარეთ საღამოს 9საათზე, მოძრაობს მაქსიმუმ 5ადამიანი და 2 მანქანა დროგამოშვებით. ყველა მაღაზია დაკეტილია, ყველა კაფის კარი მიხურული და საერთოდ, თავს ისე გრძნობ, თითქოს „დედამიწაზე უცხოპლანეტელები ჩამოფრინდნენ და ყველა ადამიანი გაიტაცეს“. ცენტრალური პარკი - ადგილი, სადაც ყველანაირი უწმინდურობა სუფევს, ლამპიონები არ ანათებენ. საღამო ჟამს ცენტრალურ პარკში გასვლა „გარისკვას“ ნიშნავს.
სპორტი ფოთში ძალიან დაბალ დონეზე დგას. ალბათ ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ფოთიდან განვითარდა საქართველოში ფეხბურთი, აქ დაირწა ქართული ფეხბურთის აკვანი, ამ მოვლენასთან დაკავშირებით არის გადაღებული ფილმი „პირველი მერცხალი“, მაგრამ ერთი მერცხლის მოფრენა გაზაფხულს ვერ მოიყვანსო და ალბათ, სწორედ ამიტომ ფოთში ფეხბურთი განუვითარებელია. მაგრამ წარმატებულია სპორტის სხვა სახეობები, მაგალითად ნიჩბოსნობა. ფოთელი ნიჩბოსნები წარმატებას აღწევენ რესპუბლიკურ და მსოფლიო ჩემპიონატებზე.
კულტურა - ფოთის თინეიჯერების 80% არ არის ნამყოფი კინოსა და ოპერაში, არ აქვს ნანახი თეატრალური წარმოდგენა, არასდროს დასწრებია პოეზიის საღამოს.
თვითმმართველობის გეგმა :
-ვაპირებთ გასართობი დაწესებულებების შექმნას, ქუჩების რესტავრაციას. ვაშენებთ ყველანაირად უზრუნველყოფილ რაგბის სტადიონს და იგეგმება ფეხბურთის სტადიონის რეაბილიტაცია, რომელიც 7მლ.-მდე ლარი ჯდება. ფოთის თეატრი, რომლის შენებაც ახლა მიმდინარეობს, გაიხსნება 2014 წლის 14 იანვარს.
წყალსაქაჩი სისტემები.
ჩვენი და ყველა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანის ტკივილი - წვიმის დროს დატბორილი ცენტრალური ქუჩებია.
-ამის აღმოსაფხვრელად ამჟამად რემონტდება 3სატუმბი არხი და წლის ბოლომდე იგეგმება 7სატუმბის აშენება, რაც მთლიანად აღმოფხვრის ამ პრობლემას მთელ ქალაქში.
თევზის გადამამუშავებელი ქარხნები
ამჟამად ქალაქში თევზის გადამამუშავებელი 4 ქარხანა ფუნქციონირებს. 3 „მეშვიდე კილომეტრზე“, ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ხოლო 1 ქალაქის ცენტრში, 8 მარტის ქუჩაზე, რომელიც დისკომფორტს უქმნის ქალაქის მოსახლეობას.
თვითმმართველობა აპირებს ეს თევზის გადამამუშავებელი ქარხანა „Geo Fish Factory” გადაიტანოს ქალაქგარეთ.

Комментариев нет:
Отправить комментарий