..


სსიპ ივ.ჯავახიშვილის სახელობის ქ.ფოთის №3 საჯარო სკოლის X2 კლასის მოსწავლეების
საკონკურსო ბლოგი თემაზე : „გაიცანით ჩვენი რეგიონი"

საზღვაო აკვატორია

საზღვაო აკვატორია

среда, 13 ноября 2013 г.

ტალღების მოტანილი ამბები

ფოთი.
ისტორიული ფაზისი...
საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქთაგანია.
შავ ზღვას. პალიასტომსა და მდ.რიონს შორის მოქცეული მითიური ფაზისი, დღევანდელი ფოთი ანტიკური დროიდან იქცევდა ზღვაოსანთა ყურადღებას.
ძვ.წ. VII-VI საუკუნეთა მიჯნაზე აქ ფუძნდება ბერძნული ახალშენი ფასისი, ამოქმედდა კოლხეთის ზღვისპირეთის საბერძნეთთან დამაკავშირებელი საზღვაო ხაზი. ქ.ფასისი ანტიკურ სამყაროსთან კოლხეთის ურთიერთობათა განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ფასისის ბერძნული კოლონია მალევე გამდიდრებულა და კეთილმოწყობილა, თავად ფასისელებს კი უებრო მასპინძელთა სახელი მოუხვეჭავთ.
„ფასისელები სტუმართმოყვარენი არიან... ისინი ამარაგებენ მათ, ვისაც გემი ეღუპებათ. სამ ნავს აძლევენ და ზღვითვე სამშობლოში აგზავნიან." - წერდა არისტოტელე.





ძვ.წ VI-V სს-ში ფოთი დიდ როლს თამაშობდა საერთაშორისო სატრანზიტო ვაჭრობაში. ძველი ბერძნული სამყაროდან შავი ზღვით შემოტანილი საქონელი ფოთის გავლით ჭარბად მიეწოდებოდა ჩრდ.კავკასიას, სპარსეთს, ინდოეთსა და შორეულ ჩინეთს. სახელწოდება ფოთი პირველად VII საუკუნის წყაროებში ჩნდება. ადრე ფეოდალურ ხანაში ქ.ფოთი კვლავ ინარჩუნებდა დიდი სავაჭრო ქალაქის მნიშვნელობას ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის, მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრისა და კულტურით დაწინაურებული მხარისადმი დიდ ინტერესს იჩენდა ყველა, ვისაც ხელი მიუწვდებოდა. ამიტომ, კოლხეთი, კერძოდ კი ფოთი მეზობელ ქვეყნებს შორის ქიშპობის საგანს წარმოადგენდა.
XV-XVI სს-ში ოსმალო დამპყრობლების გაბატონებამ შავი ზღვის სანაპიროებზე საქართველოს დიდი უბედურება მოუტანა. ოსმალებმა საუკუნოვან მონობაში მოაქციეს დაპყრობილი ხალხები და მათ შემდგომი წინსვლისა და განვითარებისა შესაძლებლობა მოუსპეს. ოსმალებმა ფოთი 1578 წელს დაიპყრეს და აქ ააშენეს ციხე. აქედან მოყოლებული, მცირე ინტერვალებით, თურქები თითქმის ორნახევარ საუკუნეს ბატონობდნენ ფოთში. საქართველოს მაშინდელი მესვეურნი არაერთხელ შეეცადნენ თურქი დამპყრობლებისაგან ქალაქის განთავისუფლებას, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური დაქუცმაცებულობა ხელს უშლიდა მიზნის განხორციელებას. ფოთის ციხის განთავისუფლება ვერ შეძლო ვერც გენ.ტოტლებენმა (1770წ), ვერც სუხოტინმა (1771წ). 1809 წელს ფოთის განთავისუფლებისათვის განახლებულ ბრძოლაში რუსთა და ქართველთა გაერთიანებულმა ძალებმა, რომლებსაც გენერალი დ.ორბელიანი სარდლობდა, 2 ნოემბერს მდ.მალთაყვასთან , სოფ.გრიგოლეთში გამართულ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა თურქებზე. 15 ნოემბერს კი განთავისუფლებულ იქნა ფოთი, მაგრამ 1812 წელს ბუქარესტში დადებული ზავით რუსეთმა თურქეთს კვლავ დაუთმო ფოთი. 1828 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი. ქართველთა რაზმებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ბრძოლაში. ფოთის ციხე აღებულ იქნა 1828 წლის 15 ივლისს. ამ ბრძოლებში დასავლეთ საქართველოდან 6000ქართველი იღებდა მონაწილეობას. ეს გამარჯვება 1929 წელს ადრიანოპოლის ზავით ოფიციალურად იქნა დადასტურებული. 
თუ 1858 წელს, ფოთის ქალაქად გამოცხადებისას, აქ ასიოდე სული ცხოვრობდა, 1865 წელს მცხოვრებთა რაოდენობა გაიზარდა 1 039კაცამდე. 1886 წელს - 4 709მდე. 1897წელს - 7 666მდე, ხოლო 1908 წელს 13 764კაცამდე.
ხოლო ამჟამად, ფოთის მოსახლეობა შეადგენს 47149 ადამიანს. 


вторник, 12 ноября 2013 г.

ქალაქის სიმბოლიკა










დროშაქალაქის დროშა წარმოადგენს ორად გაყოფილ ნაჭერს, მარცხნივ ყვითელ ფონზე არის ლურჯი ჯვარი, მარჯვნივ ლურჯ ფონზე გამოსახულიაოქროს საწმისი. პორტოლანზე, პიეტრო ვესკონტეს (1320/21 წ.[8], მდინარე რიონის შესართავში დასახლებული პუნქტის Fasso (ფაზისი) გამოსახულია სამწვერა ყვითელი ალამი ლურჯი ჯვრის გამოსახულებით, ასე რომ დროშის მარცხენა მხარე სიმბოლიზურად გამოსახავსფაზისის ისტორიულ მემკვიდრეობას თანამედროვე ფოთზე რომელიც გაშენებულია მის ადგილას. მარჯვენა მხარე — ოქროს საწმისისგამოსახულებით, გვახსენებს ჩვენ მითს არგონავტებზე, რომლებმაც ჩაუშვეს ღუზა სანაპიროებს, სადაც ახლა ფოთი მდებარეობს.
გერბი 
ქალაქის თანამედროვე გერბის საფუძვლად აღებულია 1858 წლის ქალაქის გერბის პროექტი «ვერცხლისფერ მინდორზე ლაჟვარდისფერი ტალღოვანი სარტყელი, რის ქვევით ღია ჭიშკარიანი წითელი კოშკი მდებარეობს. 

ფარის თავისუფალ ნაწილში ქუთაისის გუბერნიის გერბია». ფარი უნდა დაეგვირგვინებია ვერცხლის გვირგვინს, ფარის უკან უნდა განთავსებულიყო ღუზები, შეერთებული ალექსანდრეს ლენტებით. პროექტი ოფიციალურად არ იყო დამტკიცებულა. გერბზე კოშკი სიმბოლიზირებდა ქალაქის ფარგლებში ერთ გადარჩენილ შუა საუკუნოვან შენობათაგანს.
 ოქროს საწმისი, სიმბოლიზირებს როგორც ზევით იყო აღნიშნული — მითს არგონავტებზე. ხოლო ღუზები აღნიშნავს - რომ ფოთი საპორტო ქალაქია.


ფოთის ნავსადგური


ფოთი — ქალაქი და ნავსადგური შავ ზღვაზე, საქართველოში, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის შესართავში.
ფოთის ნავსადგური — საქართველოს პირველი ნავსადგური შავ ზღვაზე, მდინარე რიონის შესართავთან. შენდებოდა 1889-1905 წლებში ნიკო ნიკოლაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით.  

რიონის შესართავთან ნავსადგურის მშენებლობის აუცილებლობაზე, ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში ამახვილებდნენ ყურადღებას. 1804 წელს კი ფოთის პორტის მშენებლობის შესახებ საუბარი ოფიციალურად დაიწყო. 1828-1829 წლებში სპეციალისტები რიონის შესართავთან არსებული მიდამოების გამოკვლევას შეუდგნენ. სამხედრო ინჟინერმა ჩადაევმა, შემდეგ კი გენერალ-მაიორმა პოტიემ შეადგინეს ფოთის ნავსადგურისა და შავიდან კასპიის ზღვამდე სამდინარო მიმოსვლის პირველი პროექტები. 1859 წლის 1 იანვრიდან ფოთი გამოცხადა საპორტო ქალაქად და იწყება სამუშაოები ნავსადგურის შიდა აუზის შესაქმნელად. ამ პერიოდში ფოთში იმყოფებოდა ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა (უფროსი), რომელმაც ეს ამბავი ასახა თავის ნაშრომში "კავკასია".


ფოთის ნავსადგური მთელი წლის განმავლობაში მუშაობს. ამჟამად ნავსადგურის მფლობელობაში არის ტვირთის ტრანსპორტირების კომპლექსი, ტვირთის ტრანსპორტირებისათვის საჭირო პირობები მორგებულია ყველანაირი ტვირთის და თხევადი პროდუქტის გადასაზიდად. ტვირთბრუნვა ფოთის პორტში მუდმივად იზრდება. 
ფოთის პორტი უკავშირდება ილიჩევსკის (უკრაინა), ვარნის (ბულგარეთი) და კავკაზი (რუსეთი) პორტებს პირდაპირი საბორნე სარკინიგზო ხაზით და ნოვოროსიისკს (რუსეთი), ბურგასს (ბულგარეთი) და რიზეს (თურქეთი) პორტებს პირდაპირი საავტომობილო საბორნე გადასასვლელებით და უზრუნველყოფს დიდი მოცულობის ტვირთბრუნვას.
სწორედ ფოთში შემოდის სხვა ქვეყნებიდან ტვირთი, სწორედ ამიტომ შეიძლება ფოთს თავისუფლად ვუწოდოთ არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპა-აზიის საზღვაო კარიბჭე. 





понедельник, 11 ноября 2013 г.

სანაპირო ზოლი


ქ.ფოთის სანაპირო ზოლი იყოფა სამრეწველო და საკურორტო ზონებად.
სამრეწველო ზონა, ანუ ნავსადგურის ტერიტორია ქ.ფოთის საკუთრებაში არ არის, იგი გასხვისებულია და ამჟამად გერმანელ ინვესტორებს აქვთ შესყიდული.
საკურორტო ზონა ქალაქის თვითმართველობას ეკუთვნის, მაგრამ ის მოუვლელია.
სანაპირო ზოლი დაუსუფთავებელია, შეინიშნება მსხვილფეხა საქონელი, რაც ყოვლად დაუშვებელია თანამედროვე ქალაქისთვის.
ქალაქის თვითმმართველობა ცდილობს აღმოფხვრას ეს პრობლემები და ატარებს სპეციალურ ღონისძიებებს.
ქალაქის სანაპირო ზოლის დასუფთავებაში მონაწილეობას იღებენ სკოლის მოსწავლეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქალაქის თვითმმართველობა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სანაპირო ზოლზე არსებული ნაგავი არ არის ადგილობრივი მოსახლეობის დაყრილი, არამედ ეს ნაგავი შავ ზღვაში შემოაქვს მდინარეებს და შტორმის დროს ხვდებიან სანაპირო ზოლზე.
თვითმმართველობა აპირებს გააკეთოს დამცავი ჯებირები ამის აღმოსაფხვრელად, რადგან ქ.ფოთს ემუქრება წყლით დაფარვა. ზღვა ნელ-ნელა მოიწევს ქალაქისკენ, მდინარეების მიერ ხდება ბუნებრივი დასილვა, რის გამოც ქ.ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოქმნილია კუნძული.

ფოთის შუქურა





პირველი სანავიგაციო შენობა, რომელიც 1864 წელს ფოთში მეტალის კონსტრუქციებისაგან აიგო ფოთის შუქურა იყო. მანამ ყველა შუქურა რუსეთში ქვისა და ხის მასალისგან იგებოდა. ფოთის შუქურის გამოცდილებიდან გამომდინარე რუსი ინჟინრები დიდი ხნის განმავლობაში ამოწმებდნენ ასეთი სახით აგებულ შუქურათა უპირატესობას.
ფოთის ნავსადგური უძველესი დროიდან წარმოადგენდა მსხვილი ტვირთბრუნვის პუნქტს, რომელიც მწვავედ საჭიროებდა სანაპირო შუქურას, რომელიც უზრუნველყოფდა უსაფრთხო ნაოსნობისა და ხომალდების შემოსვლას ნავსადგურში.
თუჯის მრგვალი კონსტრუქციის შუქურის კოშკს გააჩნია 8 მეტრის სიღრმის ფუნდამენტი, რაც მას მტკიცე საძირკველს უქმნის. ის 30 მეტრის სიმაღლისაა და 126 ტონას იწონის.
იმ დროისათვის ფოთის შუქურის მშენებლობაში დაიხარჯა 16000 მანეთი.
მისი ექსპლუატაციის გამოცდილებამ უჩვენა ამ ერთი შეხედვით მსუბუქი კონსტრუქციის სრული გამძლეობა. დასავლეთის მხრიდან ვერანაირმა შტორმულმა ღელვამ ამ შენობაზე ათწლეულების განმავლობაში ვერანაირი ზემოქმედება ვერ მოახდინა. ინჟინრებმა დაკვირვების შედეგად გააკეთეს დასკვნები, რომ ის იყო მტკიცე და გამძლე შენობა, რომ მისი მშენებლობა განსაზღვრულ პირობებში უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ქვის მასალისგან აშენებული, რომ ის სეისმური თვალსაზრისითაც უფრო გამძლე გამოდგა, ვიდრე ქვისგან ნაშენი.
საჭიროების შემთხვევაში მისი გადატანა სხვა ადგილას ადვილია, რაც შეუძლებელია ქვის შენობის შემთხვევაში.
ყველა ეს პრაქტიკული დასკვნები ფართოდ იქნა გამოყენებული რუსეთის საზღვაო სანაპირო მშენებლობაში.
შავი ზღვის შუქურებს შორის ფოთის შუქურა თავისი სიმაღლით მეოთხე ადგილზე დგას.


კოშკი შეღებილ იქნა თეთრად. კოშკის მნათობს გაუკეთდა დამცავი ბადე, რომელიც მას ფრინველების შეღწევისგან იცავს. 
კოშკის თავზე დაფიქსირებულია იმ დროისთვის საუკეთესო ფრანგული ტიპის აპარატი, რომელიც ყოველ წუთში ნათდება თეთრი და წითელი სხივებით. 
შუქურა შეუსვენებლად ემსახურება ფოთის ნავსადგურს 1864წლიდან. 


ფოთის რკინიგზა

1867 წლის ზაფხულში დაიწყო რკინიგზის მშენებლობა.
1871 წელს კი გაიხსნა ამიერკავკასიის პირველი სარკინიგზო ხაზი: ფოთი-შორაპანი. ფოთსა და თბილისს (1872 წ.) შორის რკინიგზის ხაზის გაყვანამ მისი მნიშვნელობა ძალიან გაზარდა, ამავე წლის 14 აგვისტოს ფოთში პირველი მატარებელი შემოვიდა.
1872 წ-დან 1885 წ-მდე ბაქოს ნავთობის გატანა თბილისი-ფოთის რკინიგზით ხდებოდა. ამიერკავკასიისთვის ეს იყო ეპოქალური მოვლენა. გაიზარდა ამიერკავკასიის სამრეწველო და სავაჭრო პოტენციალი. რკინიგზის მშენებლობაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ნიკო ნიკოლაძე დააჯილდოვეს რკინიგზელის ოქროს ჟეტონით. ამ ჟეტონით მას უფლება ჰქონდა უფასოდ ემგზავრა რუსეთის იმპერიის რკინიგზაზე პირველი კლასის ვაგონით.
2010 წლიდან საქართველოს რკინიგზამ დაიწყო ფოთის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და 2013 წლის დასაწყისში ფუნქციონირება დაიწყო კეთილმოწყობილმა რკინიგზის სადგურმა.

воскресенье, 10 ноября 2013 г.

ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი

ნიკო ნიკოლაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ფოთის, როგორც ქალაქის განვითარებაში.
ფოთს თავისუფლად შეგვიძლია „მინი პარიზი“ ვუწოდოთ, რადგან აქ ყველა გზას ცენტრალურ მოედნამდე მივყავართ. ნიკო ნიკოლაძის პროექტში რუსთაველის ცენტრალურ რკალს უერთდებოდა თორმეტი ქუჩა და ყველა ქუჩას მიჰყავდი ტაძრამდე, მაგრამ ახლა ცენტრალურ მოედანს მხოლოდ 11 ქუჩა უერთდება. მეთორმეტე ქუჩის ადგილს ახლა მშენებარე (უკვე დაახლოებით 7წელია შენდება) თეატრი იკავებს, რომლის დამთავრებას ქალაქის თვითმმართველობა 2014წლის 14იანვრისთვის შეგვპირდა.
ქალაქის ცენტრში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი დგას, რომელიც ბევრჯერ ყოფილა გაუგებრობაში.


1895 წლის 17 ივნისს რუსეთის იმპერატორმა
ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს ნება დართო, შექმნილიყო ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობის განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელობა ნიკო ნიკოლაძეს დაევალა, რომელსაც ქართული არქიტექტურული სტილის ტაძრის აგება განუზრახავს. სათანადო პროექტიც შექმნილა. თუმცა, როგორც ირკვევა იგი რუსულმა მმართველობამ დაიწუნა. შემდეგ კი არქიტექტორბმა ზელენკომ და მარფელდიმ ახალი პროექტი შეიმუშავს, კონსტანტინეპოლში არსებული წმ. სოფიას ტაძრის მიხედვით. იგი წარმოადგენდა თითქმის მის ზუსტ ასლს, შემცირებული მასშტაბით. ტაძარი 2000 მლოცველზე იყო გათვალისწინებული.
1906 წლის 14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ტაძრის საძირკველი საზეიმო ვითარებაში აკურთხა.
1907 წლის 22 მაისს, ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღუმართავთ. მისი მშენებლობა რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა – საკათედრო ტაძარს სამი ტრაპეზი ჰქონია, კანკელის ხატების ავტორია რუსეთის საიმპერატორო აკადემიის მხატვარი დუმიტრაშკო, რომელიც დასრულებულია 1908 წელს. კანკელის ჩრდილოეთის მხარის ხატები შესრულებული იყო ბერძნულ-ბიზანტიურ, სამხრეთი –ქართულ-ბიზანტიურ, ხოლო საშუალო რუსულ-ბიზანტიურ სტილში. ამ ხატებს შორის ორი წმ. ნინოსი და წმ. მეფე დავით აღმაშენებლისა იყო. 1932 წელს ქალაქ ფოთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ საკათედრო ტაძრის თეატრად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო. დროთა განმავლობაში, რამდენჯერმე მოხდა შენობის რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც მისი იერსახე საკმაოდ შეილახა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს ეკლესიასა და თეატრის დასს შორის დავა დიდ ხანს გრძელდებოდა. საბოლოოდ, კი ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, შენობა ეკლესიას გადასცეს.
2005 წლის ნოემბერში, ტაძრის გასაღები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს გადაეცა.
მაგრამ მაშინ ეს ტაძარი გაუსაძლის მდგომარეობაში იყო. წირვა ტარდებოდა პატარა დარბაზში, რომელშიც დაახლოებით 50-მდე ადამიანის შესვლა იყო შესაძლებელი. საქართველოს მთავრობამ დაიწყო ეკლესიის რესტავრაცია და ფოთის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ძალიან მოკლე დროში საკათედრო ტაძრის სრული რესტავრაცია მოხდებოდა, მაგრამ ამ ქალაქში, რატომღაც ყველაფერი ხდება ისე, როგორც არ უნდა მოხდეს. ყველა მშენებლობა იწყება დაპირებებით, მიზნებით, გეგმებით და როდესაც ზემდგომი პირი მოადუნებს ყურადღებას, ხალხსაც ნელ-ნელა ავიწყდება  ის დაპირებები.  მშენებლობა ნელდება და ბოლოს საერთოდ ჩერდება. ასე იყო ფოთის საკათედრო ტაძრის რესტავრაციის დროსაც. მრევლი და საეკლესიო პირები რამდენიმე წელი ელოდნენ სრულ რესტავრაციას, 2005 წელს ოფიციალურად დაიწყო ტაძრის რეკონსტრუქცია და მხოლოდ 2013 წლის 12 მაისს, კვირაცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულზე აკურთხა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
მან ბრძანა, რომ ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი საქართველოს განახლების და აღდგომის სიმბოლოა.