..


სსიპ ივ.ჯავახიშვილის სახელობის ქ.ფოთის №3 საჯარო სკოლის X2 კლასის მოსწავლეების
საკონკურსო ბლოგი თემაზე : „გაიცანით ჩვენი რეგიონი"

საზღვაო აკვატორია

საზღვაო აკვატორია

суббота, 9 ноября 2013 г.

კოლხეთის ეროვნული პარკი



კოლხეთის ნაკრძალი — ნაკრძალი შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მოდამოებში. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარეეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი. ფართობი 561 ჰა. დაარსდა 1935 წელს.
ნაკრძალის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. შემონახულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი ჭაობისა და დაბლობის ტყეების ლანდშაფტი. გავრცელებულია მურყანი, წიფელი, რცხილა, კოლხური სურო, წყავი, შქერი და რელიქტური ბალახოვანი მცენარეები. ცხოველებიდან — შველი, გარეული ღორი და სხვა.

დღეს კოლხეთის ეროვნული პარკი ცუდ მდგომარეობაში იმყოფება. არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე "დასეირნობენ" ძროხები, რომლებიც აბინძურებენ ეროვნული პარკის ტერიტორიას.
პარკში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი 2 წლის უკან გამართული კონცერტისთვის დადგმული სცენა, რომელიც ეროვნული პარკის იერსახეს ლახავს.





пятница, 8 ноября 2013 г.

ფლორა და ფაუნა

კოლხეთის დაბლობი, უპირველეს ყოვლისა ბოტანიკური თვალსაზრისით არის საინტერესო. აქ დღემდე შემორჩენილია ფლორისტული შედგენილობით საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით (ლაფანი, იმერული მუხა, პონტოური კანაფის მასივები, მწერიჭამია დროზერა, სამეფო გვიმრა) მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსები – ჭაობების, რელიქტური კოლხური ტყეებისა და ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქვიშიანი დიუნების მცენარეული დაჯგუფებებით. შავი ზღვის პირა ზოლზე მხოლოდ აქ არის შემორჩენილი ულამაზესი მოთეთრო მოვერცხლისფროდ შებუსვილი სპარსული ხვართქლა. ნაბადას ტორფიანი უბანი გამოირჩევა ჯადვარების ბიომრავალფეროვნებით. ტორფის ხავსიან უბნებს უდიდესი გარემოს დაცვითი ღირებულება გააჩნია. როგორიცაა, გლობალური და რეგიონული კლიმატის რეგულაცია, წყალშემაკავებელი და წყალმარეგულირებელი ფუნქციები. კოლხეთში სამკურნალო მცენარეების გამოყენებას მოსახლეობაში უძველესი ისტორია აქვს. კვლავ მითი არგონავტებზე, გრძნეული ქალი მედეა. "მედეა წამალს პრომეთეს(ამირანი) სისხლით ნაპოხ მიწაზე აღმოცენებული ყვავილებისაგან ამზადებდა"-ო ასეა ნათხრობი მითში. დღესაც გამოიყენება სამკურნალოდ ისეთი მცენარეები როგორიცაა: კოთხოჯი, ზამბახი, ლაფანი, მოცვი, წყლის სამყურა, პიტნა,მატიტელა, ჩიტისთვალა და სხვა. ასევე ცნობილია სამკურნალო ცხოველების გამოყენება როგორიცაა სამედიცინი წურბელა. მცენარეებს მოსახლეობა ტრადიციულად ბუნებრივი საღებავების დასამზადებლად იყენებდა:მაგ. ზამბახს, ლაფანს და სხვა.
დეკორატიული მცენარეებიდან გავრცელებულია ცხენისკბილა, ზამბახი, ყვითელი და თეთრი დუმფარა. ტყეში ველურად იზრდება ლეღვი, თეთრი და შავი თუთა, ჟოლო და მაყვალი. ეკალასადა სხვა ბალახეულებს მოსახლეობა იყენებს მხალეული კერძების დასამზადებლად. დეგრადირებული მეორადი ცენუზები საქონლის საძოვრებს წარმოადგენენ. მოსახლეობა სასილოსედ იყენებს სიმინდს, ლელს, ისლს. სასოფლო-სამეურნეო მონოკულტურებს მარცვლოვანი- სიმინდი და პარკოსნები - ლობიო და მუხუდო წარმოადგენენ. ადრე მარცვლოვანი კულტურებიდან მოჰყავდათ ისეთი ძირძველი კულტურა როგორიცაა სპელტა(ორთავა ხორბალი). XIX საუკუნის ბოლოს ტორფის ხავსიანი ჭაობის განაპირა ჭილიან მდელოებს მოსახლეობა იყენებდა ღომისა დაბრინჯის მოსაყვანად. დღეს ბრინჯი აღარ მოჰყავთ, ღომიც იშვიათობაა სამეგრელოში. ასევე მიივიწყეს ფეტვიც. ოდითგანვე ცნობილია სუნელ-სანელებლების მოყვანა პიტნა, ზაფრანა, ქონდარიდა სხვა. ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხარობდა ეკალღინჯები, ფოთლოვანი ხეებიდან წიფელი, მუხა, წაბლი, კოპიტი(იფანი) და ლაფნის ხეები. ამჟამად ამ მცენარეთა უმეტესობა გადაშენების პირასაა მისული გაჩეხვის გამო. რის შედეგადაც განვითარდა და გაბატონდა სწრაფადმზარდი მურყანის(თხმელა) მეორადი წარმოშობის ტყეები. ფოთში ეკოსისტემა ძირითადად ანტროპოგენულია და შეცვლილია ადამიანის ჩარევის გამო.
ქალაქში არსებული მწვანე საფარი ძირითადად წარმოდგენილია ქალაქის ცენტრალური პარკის, მალთაყვის ტყე-პარკის, გამწვანების ზოლების , სკვერების და ქუჩების გამწვანების სახით. გვხვდება სხვადასხვა სახეობის მერქნიანი, დეკორატიული, ბუჩქი და ნახევრად ბუჩქი მცენარეები. მაგალითად: ქალაქის ქუჩებში ვხვდებით ეგზოტიკურ პალმებს, ჭადრებს, ლუგუსტრინებსადა ქაფურის ხეებს. ნაბადასა და მალთაყვაში შემორჩენილია ფიჭვის კორომები. ქალაქის პირველი განაშენიანება - გამწვანება უკავშირდება რუსეთის არმიის გადამდგარი ოფიცრის ადამ კურკოვსკის სახელს, რომელიც XIX საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს ჩამოვიდა ფოთში. მან გადაწყვიტა აქ პომოლოგიური ინსტიტუტის გაშენება და ჩამოიყვანა ცნობილი გერმანელი ბოტანიკოსი რესლერი. 1873 წელს კურკოვსკიმ თხოვნით მიმართა კავკასიის მეფის ნაცვალს, გამოეყოთ მისთვის დახმარება 10000 მანეთის ოდენობით ინსტიტუტის დასაარსებლად. ამ დროისათვის კურკოვსკის ფოთში ჩამოტანილი ჰქონდა 1000-მდე სხვადასხვა სახეობის ხეხილი, ბოსტნეული, წიწვოვანი და დეკორატიული მცენარეები. მან 4 ჰექტარის ნაკვეთზე გააშენა ულამაზესი ბაღი, ე.წ. კურკოვსკის ბაღი (ახლანდელი საცდელი სადგურის ტერიტორია) სწორედ აქედან გადატანილი ნერგებით გაშენდა ცენტრალური ბაღი, რომელსაც შემდეგ კურირებდა კურკოვსკის მეუღლე ბრონისლავა სმიტი. ცნობილია რომ 80-იანი წლების დასაწყისში რესლერმა დატოვა ფოთი და გადავიდა ბათუმში. ქალაქის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე, ფოთიდან წაღებული ნერგებით გაუშენებია ბათუმის ბულვარი. კურკოვსკის მიერ დარგული რამდენიმე ძირი მაგნოლია, ჭაობის კვიპაროსი და ფიჭვი დღესაც დგას საცდელი სადგურისა და ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე. სხვა მცენარეებთან ერთად აქ დაირგო ციტრუსების უძვირფასესი ჯიშები. ამბობენ, ამ ბაღში მოკრეფილ ციტრუსის ნაყოფს ფოთის პოლიცმეისტერი აბაშიძე, საჩუქრად უგზავნიდა ქუთაისის გუბერნატორს.
ნაბადას მიმდებარე ტერიტორიაზე მცირედ შემორჩენილ სფაგნუმიან-ტორფიანი ჭაობები და პალიასტომის ტბა საუკეთესო დასასვენებელი ადგილია მობუდარი, მოზამთრე და მიგრირებადი ფრინველებისათვის. ეს ადგილი ანაკლია-ჭურიის ტორფიანი ჭაობებისა და მის განაპირა კოლხურ ტყეებთან ერთად წარმოადგენს საყვარელ და ერთადერთ საბუდარს "ფაზანელ-კოლხად" წოდებული კოლხური ხოხობისათვის. აქ მიგრირებს და იზამთრებს შემდეგი ფრინველები: თეთრკუდა არწივი, შავი ყარყატი, დიდი თეთრი ყანჩა, ხუჭუჭა ვარხვი, თეთრშუბლა ბატი, მყივანა გედი, გარეული იხვი. ოქტომბრის თვეში აქ სამხრეთისკენ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაძრულ მტაცებლებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. სხვადასხა სიმაღლეზე და სხვადასხვა სისწრაფით ლივლივებენ კაკაჩები, ძერები, კირკიტები, ძელქორები, თეთრკუდა და ბექობის არწივები. ზოგჯერ შესაძლებელია გადამფრენი შაკის თევზზე ნადირობის დანახვა. ხოლო ზღვის ნაპირთან ტალღების მოტანილი მოლუსკებისა და უხერხემლოების ძიებაში მაღალ ფეხებზე შემდგარი მექვიშიები დარბიან. მათ უკან კი ზღვაში სხვადასხვა სახეობის თოლიები დათევზიყლაპიები ნადირობენ. ზამთარში ჩრდილოეთიდან იხვების ,ბატებისა და გედების გუნდები მოფრინავენ. ვხვდებით ჩვამებს ,წყალზე მოლივლივე კოკონებსა და მელოტებს.
ძუძუმწოვრებიდან გავრცელებული სახეობაა ტურა, კავკასიური თხუნელა, გარეული ღორი(წითელ წინგშია შეტანილი), დელფინი აფალინა, და თეთრგვერდა დელფინი. პალიასტომის ტბამდიდარია თევზით განსაკუთრებით ფარგა და კეფალი. პალიასტომის ტბა ითვლება საქართველოში ფარგის გავრცელების ერთერთ მნიშვნელოვან წყასლატევად. კეფალი კი ზღვის თევზია პალიასტომში ის აღმოჩნდა პალიასტომის და შავი ზღვის დამაკავშირებელი არხის გაჭრის შემდეგ. განიცადა ადაპტაცია და შეეგუა პალისტომის ტბის საცხოვრებელ პირობებს. კოლხეთის დაბლობში გავრცელებული 88 სახეობის თევზიდან შავი ზღვის მობინადრეა 44. მტკნარი წყლის 21. ხოლო გამსვლელია 23. სხვა თევზებიდან აღსანიშნავია ხრტილოვანი თევზები -ატლანტიკური ზუთხი, სვია, ძვლოვანი თევზებიდან - შავი ზღვის ორაგული, სკუმბრია, ლობანი, ქარიყლაპია. ვერცხლისფერი ბრტყელშუბლა შეგუებულია როგორც მტკნარ ასევე მლაშე წყალში ბინადრობას. გაზაფხულზე ის ზღვიდან მდინარეში შედის სადაც იკვებება ლამიან ფსკერზე ნაპოვნი ორგანიზმებითა და წყალმცენარეებით. ხოლო ქვირითობისთვის ზღვას უბრუნდება. ახალგაზრდა მთელ წელს მტკნარ წყალში ატარებენ. პალისტომის ტბა შავი ზღვის აკვატორიასთან ერთად აფრიკა-ევრაზიის წყლისა და ჭაობის ფრინველთა მიგრაციის ერთერთი მნიშვნელოვანი რეგიონია. ტენიან ტყეებში და ჭაობებში, მდინარეებში ბუდობს და იზამთრებს 194 სახეობის ფრინველი, აქედან 76 მიმომფრენია, მობინადრეა 62 და 56 მოზამთრე. ამფიბიებიდან ყურადღებას იპყრობს ვასაკა, ტბორის ბაყაყი, ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი. ქვეწარმავლებიდან გავრცელებულია წყლის ანკარა, ესკულაპის მცურავი და ჭაობის კუ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები

ქ.ფოთში სულ 13 საჯარო და 3 კერძო სკოლაა.




სსიპ - ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის №2 საჯარო სკოლა
მისამართი ქ.ფოთი ნინო ჟვანიას ქ. №7









სსიპ - ივ.ჯავახიშვილის სახელობის ქ.ფოთის №3 საჯარო სკოლა
მისამართი ქ.ფოთი, ზამბახიძის ქუჩა №3

სსიპ  ქ.ფოთის №5 საჯარო სკოლა
მისამართი ქ.ფოთი  მიქაბერიძის ქუჩა










четверг, 7 ноября 2013 г.

გმირები...



8აგვისტოს ღამეს რუსულმა ბობდამშენებმა ფოთის
 პორტის მეშვიდე საკონტეინერო ტერმინალი დაბომბეს. რუსულ ინტენვენციას ფოთში 12 ადამიანი ემსხვერპლა, ორი მათგანი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.








კიკალეიშვილი ოთარი
გაბუნია შალვა
ბარბაქაძე ზვიადი
კაცაძე გოჩა
ტურავა ლევანი
ნანავა ზურაბი
ფიჩხია თემური
ღვინჯილია გიორგი
ჩიჩუა ზვიადი
ჭიტაძე თეიმურაზი
ჯიქია გელა



 
  
                               

პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

ამბობენ, ფოთი ერთი დიდი პრობლემააო, მაგრამ ეს სულაც არ არის სიმართლე. ფოთი არის „მკვდარი ქალაქი, რომელსაც აქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ გაცოცხლდეს.“
მკვდრეთით აღდგომისთვის კი ქალაქში არსებული ყველა პრობლემის აღმოფხვრაა საჭირო, მაგრამ ისმის კითხვა : „იქ, სადაც უარყოფითი მხარე დადებითზე მეტია, როგორ აპირებთ გადაჭრათ პრობლემები?“
თვითმმართველობის, მერიის და მოსახლეობის დახმარებით.


ჩვენ შევხვდით საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაბილუას, რომელსაც ვესაუბრეთ ფოთში არსებულ პრობლემებზე. ვთხოვეთ მას, რომ გაეცნო ჩვენთვის ფოთის თვითმმართველობისა და საკრებულოს გეგმები, მიზნები ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით.


საქართველოში მხოლოდ 5 თვითმმართველი ქალაქია, მათ შორის არის ფოთი.
ყველამ იცის, რომ ფოთს მხოლოდ სტატუსი აქვს თვითმმართველის, თორემ მართვით,  ყველაფერს მაინც ცენტრი მართავს.
ცენტრალიზირებულია გაზი, ელ.ენერგია, წყალი, დასუფთავება. პორტი არ ეკუთვნის ქალაქს. გადასახადების უმეტესი ნაწილი სახელმწიფო ხაზინაში მიდის და სხვა ქალაქებს ხმარდება, ხოლო ფოთი მარტოხელა დედასავითაა, ყველა „შვილს“ ასაზრდოებს, თვითონ კი საკვების გარეშე რჩება.
ფოთის თვითმმართველობა ცდილობს, რომ მოხდეს დეცენტრალიზაცია და ის, რაც ეკუთვნის ქალაქს, დარჩეს ქალაქში,  მოხმარდეს ადგილობრივებს.


ქალაქში, სადაც 400-ზე მეტი უსახლკაროა, სახლებს უშენებენ მხოლოდ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებს. კი, რა თქმა უნდა, მათაც უნდათ სახლი, კერა, თბილი გარემო მაგრამ ჩვენივე ტერიტორიაზე, ჩვენს თანაქალაქელებს, უბინაოდ დარჩენილებს, სახლი არ უნდა ჰქონდეთ?!




როგორც ბატონმა დავითმა გვითხრა, ფოთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის საზღვრების დაუდგენლობა. პალიასტომის ტბა ფოთის საკუთრებაში ახლანდელი რუკის მიხედვით არ შედის, რაც არ არის მართებული. ფოთის თვითმმართველობა აპირებს, რომ კანონიერი გზით აღადგინოს ქალაქის კუთვნილი საზღვრები.

პრობლემას წარმოადგენს ასევე ზემოთხსენებული ცენტრალიზირებული მმართველობა, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება თვითმმართველობის პრინციპს. ამის გამო ქალაქის ბიუჯეტი ისეთი მწირია, რომ ელემენტარულ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებს.

 ფოთის ტკივილი...

დაუმთავრებელი შენობები... ქალაქის ცენტრში ხარაჩოებშერჩენილი, გაჩერებული მშენებლობები.
თეატრი, ,,smart“,  ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმი,  მრავალი კერძო მშენებლობა, რომელთა შენება/რესტავრაცია უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და მატერიალური თუ სხვადასხვა ფაქტორის გამო შეჩერებულია.
საკრებულოს თავმჯდომარე დაგვპირდა, რომ 2014 წლის 14 იანვარს ოფიციალურად გაიხსნება თეატრი (რომლის მე ნაკლებად მჯერა) და ჩვენც ლოდინის მეტი რაღა დაგვრჩენია?!


გართობა, სპორტი, კულტურა. 
გახვალ გარეთ საღამოს 9საათზე, მოძრაობს მაქსიმუმ 5ადამიანი და 2 მანქანა დროგამოშვებით. ყველა მაღაზია დაკეტილია, ყველა კაფის კარი მიხურული და საერთოდ, თავს ისე გრძნობ, თითქოს „დედამიწაზე უცხოპლანეტელები ჩამოფრინდნენ და ყველა ადამიანი გაიტაცეს“. ცენტრალური პარკი - ადგილი, სადაც ყველანაირი უწმინდურობა სუფევს, ლამპიონები არ ანათებენ. საღამო ჟამს ცენტრალურ პარკში გასვლა „გარისკვას“ ნიშნავს.

სპორტი ფოთში ძალიან დაბალ დონეზე დგას. ალბათ ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ფოთიდან განვითარდა საქართველოში ფეხბურთი, აქ დაირწა ქართული ფეხბურთის აკვანი, ამ მოვლენასთან დაკავშირებით არის გადაღებული ფილმი „პირველი მერცხალი“, მაგრამ ერთი მერცხლის მოფრენა გაზაფხულს ვერ მოიყვანსო და ალბათ, სწორედ ამიტომ ფოთში ფეხბურთი განუვითარებელია. მაგრამ წარმატებულია სპორტის სხვა სახეობები, მაგალითად ნიჩბოსნობა. ფოთელი ნიჩბოსნები წარმატებას აღწევენ რესპუბლიკურ და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

კულტურა - ფოთის თინეიჯერების 80% არ არის ნამყოფი კინოსა და ოპერაში, არ აქვს ნანახი თეატრალური წარმოდგენა, არასდროს დასწრებია პოეზიის საღამოს.

თვითმმართველობის გეგმა :
-ვაპირებთ გასართობი დაწესებულებების შექმნას, ქუჩების რესტავრაციას. ვაშენებთ ყველანაირად უზრუნველყოფილ რაგბის სტადიონს და იგეგმება ფეხბურთის სტადიონის რეაბილიტაცია, რომელიც 7მლ.-მდე ლარი ჯდება.  ფოთის თეატრი, რომლის შენებაც ახლა მიმდინარეობს, გაიხსნება 2014 წლის 14 იანვარს.


წყალსაქაჩი სისტემები. 
ჩვენი და ყველა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანის ტკივილი - წვიმის დროს დატბორილი ცენტრალური ქუჩებია.

-ამის აღმოსაფხვრელად ამჟამად რემონტდება 3სატუმბი არხი და  წლის ბოლომდე იგეგმება 7სატუმბის აშენება, რაც მთლიანად აღმოფხვრის ამ პრობლემას მთელ ქალაქში.


თევზის გადამამუშავებელი ქარხნები 
ამჟამად ქალაქში თევზის გადამამუშავებელი 4 ქარხანა ფუნქციონირებს. 3 „მეშვიდე კილომეტრზე“, ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ხოლო 1 ქალაქის ცენტრში, 8 მარტის ქუჩაზე, რომელიც დისკომფორტს უქმნის ქალაქის მოსახლეობას.
თვითმმართველობა აპირებს ეს თევზის გადამამუშავებელი ქარხანა „Geo Fish Factory”  გადაიტანოს ქალაქგარეთ.