კოლხეთის ნაკრძალი — ნაკრძალი შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მოდამოებში. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარეეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი. ფართობი 561 ჰა. დაარსდა 1935 წელს.
ნაკრძალის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. შემონახულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი ჭაობისა და დაბლობის ტყეების ლანდშაფტი. გავრცელებულია მურყანი, წიფელი, რცხილა, კოლხური სურო, წყავი, შქერი და რელიქტური ბალახოვანი მცენარეები. ცხოველებიდან — შველი, გარეული ღორი და სხვა.
დღეს კოლხეთის ეროვნული პარკი ცუდ მდგომარეობაში იმყოფება. არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე "დასეირნობენ" ძროხები, რომლებიც აბინძურებენ ეროვნული პარკის ტერიტორიას.
პარკში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი 2 წლის უკან გამართული კონცერტისთვის დადგმული სცენა, რომელიც ეროვნული პარკის იერსახეს ლახავს.
Комментариев нет:
Отправить комментарий