ნიკო ნიკოლაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ფოთის, როგორც ქალაქის განვითარებაში.
ფოთს თავისუფლად შეგვიძლია „მინი პარიზი“ ვუწოდოთ, რადგან აქ ყველა გზას ცენტრალურ მოედნამდე მივყავართ. ნიკო ნიკოლაძის პროექტში რუსთაველის ცენტრალურ რკალს უერთდებოდა თორმეტი ქუჩა და ყველა ქუჩას მიჰყავდი ტაძრამდე, მაგრამ ახლა ცენტრალურ მოედანს მხოლოდ 11 ქუჩა უერთდება. მეთორმეტე ქუჩის ადგილს ახლა მშენებარე (უკვე დაახლოებით 7წელია შენდება) თეატრი იკავებს, რომლის დამთავრებას ქალაქის თვითმმართველობა 2014წლის 14იანვრისთვის შეგვპირდა.
ქალაქის ცენტრში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი დგას, რომელიც ბევრჯერ ყოფილა გაუგებრობაში.
1895 წლის 17 ივნისს რუსეთის იმპერატორმა
ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს ნება დართო, შექმნილიყო ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობის განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელობა ნიკო ნიკოლაძეს დაევალა, რომელსაც ქართული არქიტექტურული სტილის ტაძრის აგება განუზრახავს. სათანადო პროექტიც შექმნილა. თუმცა, როგორც ირკვევა იგი რუსულმა მმართველობამ დაიწუნა. შემდეგ კი არქიტექტორბმა ზელენკომ და მარფელდიმ ახალი პროექტი შეიმუშავს, კონსტანტინეპოლში არსებული წმ. სოფიას ტაძრის მიხედვით. იგი წარმოადგენდა თითქმის მის ზუსტ ასლს, შემცირებული მასშტაბით. ტაძარი 2000 მლოცველზე იყო გათვალისწინებული.
1906 წლის 14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ტაძრის საძირკველი საზეიმო ვითარებაში აკურთხა.
1907 წლის 22 მაისს, ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღუმართავთ. მისი მშენებლობა რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა – საკათედრო ტაძარს სამი ტრაპეზი ჰქონია, კანკელის ხატების ავტორია რუსეთის საიმპერატორო აკადემიის მხატვარი დუმიტრაშკო, რომელიც დასრულებულია 1908 წელს. კანკელის ჩრდილოეთის მხარის ხატები შესრულებული იყო ბერძნულ-ბიზანტიურ, სამხრეთი –ქართულ-ბიზანტიურ, ხოლო საშუალო რუსულ-ბიზანტიურ სტილში. ამ ხატებს შორის ორი წმ. ნინოსი და წმ. მეფე დავით აღმაშენებლისა იყო. 1932 წელს ქალაქ ფოთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ საკათედრო ტაძრის თეატრად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო. დროთა განმავლობაში, რამდენჯერმე მოხდა შენობის რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც მისი იერსახე საკმაოდ შეილახა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს ეკლესიასა და თეატრის დასს შორის დავა დიდ ხანს გრძელდებოდა. საბოლოოდ, კი ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, შენობა ეკლესიას გადასცეს.
2005 წლის ნოემბერში, ტაძრის გასაღები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს გადაეცა.
მაგრამ მაშინ ეს ტაძარი გაუსაძლის მდგომარეობაში იყო. წირვა ტარდებოდა პატარა დარბაზში, რომელშიც დაახლოებით 50-მდე ადამიანის შესვლა იყო შესაძლებელი. საქართველოს მთავრობამ დაიწყო ეკლესიის რესტავრაცია და ფოთის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ძალიან მოკლე დროში საკათედრო ტაძრის სრული რესტავრაცია მოხდებოდა, მაგრამ ამ ქალაქში, რატომღაც ყველაფერი ხდება ისე, როგორც არ უნდა მოხდეს. ყველა მშენებლობა იწყება დაპირებებით, მიზნებით, გეგმებით და როდესაც ზემდგომი პირი მოადუნებს ყურადღებას, ხალხსაც ნელ-ნელა ავიწყდება ის დაპირებები. მშენებლობა ნელდება და ბოლოს საერთოდ ჩერდება. ასე იყო ფოთის საკათედრო ტაძრის რესტავრაციის დროსაც. მრევლი და საეკლესიო პირები რამდენიმე წელი ელოდნენ სრულ რესტავრაციას, 2005 წელს ოფიციალურად დაიწყო ტაძრის რეკონსტრუქცია და მხოლოდ 2013 წლის 12 მაისს, კვირაცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულზე აკურთხა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
მან ბრძანა, რომ ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი საქართველოს განახლების და აღდგომის სიმბოლოა.

Комментариев нет:
Отправить комментарий