ქ.ფოთის სანაპირო ზოლი იყოფა სამრეწველო და საკურორტო ზონებად.
სამრეწველო ზონა, ანუ ნავსადგურის ტერიტორია ქ.ფოთის საკუთრებაში არ არის, იგი გასხვისებულია და ამჟამად გერმანელ ინვესტორებს აქვთ შესყიდული.
საკურორტო ზონა ქალაქის თვითმართველობას ეკუთვნის, მაგრამ ის მოუვლელია.
სანაპირო ზოლი დაუსუფთავებელია, შეინიშნება მსხვილფეხა საქონელი, რაც ყოვლად დაუშვებელია თანამედროვე ქალაქისთვის.
ქალაქის თვითმმართველობა ცდილობს აღმოფხვრას ეს პრობლემები და ატარებს სპეციალურ ღონისძიებებს.
ქალაქის სანაპირო ზოლის დასუფთავებაში მონაწილეობას იღებენ სკოლის მოსწავლეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქალაქის თვითმმართველობა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სანაპირო ზოლზე არსებული ნაგავი არ არის ადგილობრივი მოსახლეობის დაყრილი, არამედ ეს ნაგავი შავ ზღვაში შემოაქვს მდინარეებს და შტორმის დროს ხვდებიან სანაპირო ზოლზე.
თვითმმართველობა აპირებს გააკეთოს დამცავი ჯებირები ამის აღმოსაფხვრელად, რადგან ქ.ფოთს ემუქრება წყლით დაფარვა. ზღვა ნელ-ნელა მოიწევს ქალაქისკენ, მდინარეების მიერ ხდება ბუნებრივი დასილვა, რის გამოც ქ.ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოქმნილია კუნძული.
Комментариев нет:
Отправить комментарий